ძაღლზე ძალადობის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
ძაღლზე ძალადობის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
პატრონის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი მარნეულში მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე სსკ-ის 259-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.