დუბაიში მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია რამდენიმე წუთში დაიწყება, სადაც საუკეთესო პედაგოგს გამოავლენენ. გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
დუბაიში დაჯილდოების ცერემოინიისთვის ემზადებიან. ათ ფინალისტს შორის არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.
საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ფინალურ დაჯილდოებაზე ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ დუბაიში ჩავიდა.
დუბაიში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმყოფება და ღონისძიებას აშუქებს.