ამ დროის მონაცემებით, აზერბაიჯანში მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია
ამ დროის მონაცემებით, აზერბაიჯანში მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია

აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მათი ინფორმაციით, ეპიცენტრი ზაქათალის რაიონი იყო. მიწისქვეშა ბიძგები ორი კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგები თითქმის მთელს ქვეყანაში იგრძნეს.

აზერბაიჯანულ მედიაში მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ძლიერი ბიძგები იგრძნეს სომხეთშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტავუშის პროვინციაში მიწისძვრის სიმძლავრემ 5 მაგნიტუდას მიაღწია.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.

ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაზუსტებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში იყო.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.6. მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა თბილისის დროით, 22:40 საათზე მოხდა.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში მოხდა, მისი სიმძლავრე კი 5.7 მაგნიტუდა იყო.