დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხვალ ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენენ 
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხვალ ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენენ 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენენ.

როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, დღეს კომისიის წევრებმა ორი არასრულწლოვანი გამოკითხეს.

„მოვუსმინეთ არასრულწლოვან თვითმხილველებს, რომლებიც უშუალოდ ხორავას ქუჩის ეზოში, “არკაში” იმყოფებოდნენ და პირველ დეკემბერს საზარელ მკვლელობას შეესწრნენ. ყველა მოწმე ინფორმაციას თავისი რაკურსიდან და თავისი თვალთახედვიდან იძლევა. რომლის ნაწილი საკმაოდ ღირებული და ნაწილი საინტერესოა. ეს ყველაფერი ჩვენს მიერ ჯამში გაანალიზდება და შემდეგ საბოლოო დასკვნაში აისახება ამა თუ იმ ფორმით იქნება. ახლა ერთი თვითმხილველის თამარ გოცირიძის გამოკითხვას ვაგრძელებთ. ხვალ კომისიის სხდომა 13:00 საათზე დაიწყება, რომელზეც ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოვუსმენთ”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.