დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ „გირჩის“ ინიციატივამ კენჭისყრაზე საჭირო ხმები ვერ მოაგროვა
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომლის შექმნასაც „გირჩი“ ითხოვდა, საჭირო 50 ხმა ვერ მოაგროვა.
კენჭისყრაზე საკითხს 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
დადგენილების პროექტი „2020 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინ საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაცემისა და შემდგომ ამ რეგისტრაციის გამო დაწყებული გამოძიების შედეგების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე „გირჩმა“ დღეს წარადგინა.