დროებითი საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა დაკავებული მერაბ მორჩაძე გლდანის მერვე დაწესებულებაში გამოკითხეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა დაკავებული მერაბ მორჩაძე გლდანის მერვე დაწესებულებაში გამოკითხეს.
გამოკითხვა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, მერაბ მორჩაძეს ბრალი აქვს წაყენებული მოწმეზე გავლენის მოხდენის გამო.
“ჩვენ გვქონდა შეხვედრა ერთ-ერთ ბრალდებულთან, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული მოწმეზე გავლენის მოხდენის გამო. მივიღეთ კითხვებზე პასუხი. ეს ერთ-ერთი ეპიზოდი არის უბრალოდ ამ საქმის და გავაგრძელებთ ჩვენ ახსნა-განმარტებების მიღებას, როგორც მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისგან, ისე სხვა ფიგურანტი ადამიანებისგან. ამ წუთში სხვა კონკრეტული შეფასების გაკეთება გამიმიჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ გასაანალიზებელია ყველა ეს ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მოწმეებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ წუთში არიან საპყრობილეში, თუ საპყრობილის გარეთ”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.