DOTA 2 ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და პოპულარული მრავალმოთამაშიანი კომპიუტერული თამაშია, Red Bull River Runes კი მისი 1v1 მოდიფიცირებული ვერსიაა, სადაც მოთამაშეების რაოდენობასთან ერთად შეცვლილია თამაშის წესები.
Red Bull River Runes საქართველოში წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა 172 მოთამაშემ მიიღო. ჩემპიონატი 19 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბერს, გამარჯვებულის გამოვლენით დასრულდა.
Red Bull River Runes DOTA 2-ის 1v1 ჩემპიონატში გაიმარჯვა ომარ ჯანგავაძემ (tr1cky). მეორე ადგილი ერგო გიორგი ხარებოვს (Kaworiya), მესამე კი გიორგი აკოფოვს (Shinki).
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა შეეძლოთ მოთამაშეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი. ჩემპიონატი ონლაინ მიმდინარეობდა და რეპორტაჟის ხილვა „ტვიჩის“ არხზე იყო შესაძლებელი.