„დორტმუნდმა“ ზედიზედ მეექვსედ მოიგო და „ბაიერნს“ ერთ ქულამდე მიუახლოვდა
„დორტმუნდმა“ ზედიზედ მეექვსედ მოიგო და „ბაიერნს“ ერთ ქულამდე მიუახლოვდა

გერმანიის ბუნდესლიგაში 27-ე ტური მიმდინარეობს. ერთ-ერთი ლიდერი „დორტმუნდი“ სტუმრად ეთამაშებოდა „ვოლფსბურგს“ და კომფორტული ანგარიშით – 2:0 გაიმარჯვა.

სტუმრებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა რაფაელ გერეირომ, რომელმაც წინა ტურში „შალკესთან“ დუბლი შეასრულა. 78-ე წუთზე ჯეიდონ სანჩოს პასით ორამდე გაზარდა უპირატესობა აშრაფ ჰაკიმიმ. სანჩოსთვის ეს იყო მე-17 საგოლე გადაცემა სეზონში და ის ამ მაჩვენებლით ბუნდესლიგის ლიდერი გახდა.

„დორტმუნდისთვის“ ეს ბუნდესლიგაში ზედიზედ მეექვსე მოგება იყო, მეორე წრეში კი 10 მატჩში ცხრა მოგება აქვს. ლუსიენ ფავრის გუნდმა ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა „ბაიერნთან“, რომელიც 27-ე ტურის მატჩს შაბათს, 20 საათზე და 30 წუთზე დაიწყებს შინ „აინტრახტის“ წინააღმდეგ.