მადრიდის „რეალს“ იმედი აქვს, რომ ჯეიდონ სანჩოს 2021 წელს იყიდის
მადრიდის „რეალს“ იმედი აქვს, რომ ჯეიდონ სანჩოს 2021 წელს იყიდის

მადრიდის „რეალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელ ფორვარდ ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლას შეუერთდა, იტყობინება ესპანური გამოცემა „ასი“ (As). წყაროს ცნობით, მადრიდელები ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენას 2021 წელს ვარაუდობენ.

ამასთანავე, დიდია ალბათობა, რომ სანჩო გერმანიას უკვე მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს, რადგან, ბრიტანული მედიასაშუალებების ცნობით, ის „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ მთავარი სამიზნეა. მიუხედავად ამისა, მადრიდულ სამეფო კლუბს იმედი აქვს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ზემოთჩამოთვლილი კლუბები სანჩოს შეძენას ჯერ-ჯერობით ვერ შეძლებენ, რადგან „ბორუსია“ მასში მინიმუმ 100 მილიონ  ევროს მოითხოვს.

მიმდინარე სეზონში, ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.