ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში „ლივერპული“ ლიდერობს
ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში „ლივერპული“ ლიდერობს

შესაძლოა, დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევმა ჯეიდონ სანჩომ კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოიცვალოს. 20 წლის ინგლისელის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული გუნდი იჩენს და, გარდა ამისა, თავად ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნება სურს. ამ ინფორმაციას Le10sport.com ავრცელებს.

როგორც ირკვევა, სანჩოს გადაბირებით დაინტერესებულები არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „რეალი“, თუმცა ფავორიტად ამ რბოლაში „ლივერპული“ ითვლება.

მერსისაიდელები ჯეიდონს სადიო მანეს შემცვლელად განიხილავენ, რადგან ეს უკანასკნელი სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას აპირებს. გარდა ამისა, იურგენ კლოპის გუნდის პრიორიტეტად ასევე რჩება „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს გადაბირება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ სანჩოს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მოითხოვს. ახალგაზრდა ინგლისელის კონტრაქტი დორტმუნდელებთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.