„ბილდი“ - „დორტმუნდი“ „ზალცბურგის“ მთავარი მწვრთნელის მიწვევას აპირებს
„ბილდი“ - „დორტმუნდი“ „ზალცბურგის“ მთავარი მწვრთნელის მიწვევას აპირებს

ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერ „ზალცბურგის“ მთავარი მწვრთნელი ჯეს მარში შესაძლოა გერმანიის ჩემპიონატს დაუბრუნდეს.

გაზეთმა „ბილდმა“ გაარკვია, რომ „დორტმუნდი“ ეძებს ლუსიენ ფავრის პოტენციურ შემცვლელს იმ შემთხვევისთვის, თუ ის სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს გერმანული კლუბის დატოვებას.

მარშს აქვს ბუნდესლიგაში მუშაობის გამოცდილება, რადგან „ლაიპციგის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო და კარგად იცის გერმანული ენა.

აღნიშნავენ, რომ სწორედ მარშმა აქცია ნახევარ წელიწადში ერლინგ ჰალანდი ევროპის ყველაზე მოთხოვნად ფორვარდად. დღეს ნორვეგიელი „დორტმუნდში“ თამაშობს.