„დორტმუნდმა“ ჯეიდონ სანჩოს ფასი დაადგინა - 115 მილიონი ევრო
„დორტმუნდმა“ ჯეიდონ სანჩოს ფასი დაადგინა - 115 მილიონი ევრო

ბუნდესლიგის მეორე გუნდი, დორტმუნდის „ბორუსია“ ჯეიდონ სანჩოს შეძენის მსურველი კლუბებისგან 115 მილიონ ევროს მოითხოვს, – დაწერა გაზეთმა „ტელეგრაფმა“.

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებამდე, სანჩოზე მთავარი პრეტენდენტი იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“, მაგრამ ამ პირობებში ინგლისურმა კლუბმა, შესაძლოა, გადახედოს თავის გეგმებს, რადგან არ სურს ამდენი გადაიხადოს ფეხბურთელში, რომელსაც თავად „დორტმუნდმა“ უწოდა პრობლემური. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ინგლისელის მხრიდან დისციპლინის დარღვევის ფაქტები.

ცოტა ხნის წინ, ასევე წერდნენ სანჩოს ინტერესზე მადრიდის „რეალის“ მხრიდან.