„პარი სენ-ჟერმენი“ ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლას ჩამოშორდა
„პარი სენ-ჟერმენი“ ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლას ჩამოშორდა

„პარი სენ-ჟერმენი“ ერლინგ ჰოლანდისთვის აღარ იბრძოლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიელის შეძენის მთავარი პრეტენდენტი ახლა მადრიდის „რეალია“. ამ ინფორმაციას პორტალი „ფორფორთუ“ (FourFourTwo) ავრცელებს.

ერლინგი ამჟამად დორტმუნდის „ბორუსიაში“ თამაშობს, სადაც 2020 წლის იანვარში ავსტრიული „რედ ბულიდან“ გადავიდა. ტრასფერის ოდენობამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა მონაწილეობა ბუნდესლიგის ცხრა მატჩში მიიღო და 10 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულში იწურება.