„ბორუსიას“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ჯეიდონ სანჩოს მიმდინარე ზაფხულს ვერავინ შეიძენს
„ბორუსიას“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ჯეიდონ სანჩოს მიმდინარე ზაფხულს ვერავინ შეიძენს

დორტმუნდის „ბორუსიას“ აღმასრულებელ დირექტორ ჰანს-იოახიმ ვაცკეს ეჭვი ეპარება, რომ ჯეიდონ სანჩოს სანაცვლოდ რომელიმე კლუბმა მიმდინარე ზაფხულს იმ თანხის გადახდა შეძლოს, რომელსაც კლუბი ასახელებს.

„თუ ჯეიდონი ჩვენთან მოვა და გვეტყვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სურს „ბორუსიადან“ წასვლა და თუ რომელიმე კლუბი მზად იქნება, გადაიხადოს ჩვენს მიერ დასახელებული თანხა, მაშინ ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი მომხდარა და არა მგონია, ვინმემ შეძლოს იმდენის გადახდა, რამდენსაც ჩვენ ვითხოვთ“, – მოჰყავს ვაცკეს სიტყვები „სკაი სპორტს“.

სანჩოს შეძენის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ითვლება, „ბორუსიას“ მიერ დასახელებული თანხა კი 100 მილიონი ფუნტი სტერლინგია.