„დორტმუნდი“ რაიოლას მოელაპარაკა - ჰოლანდი „რეალში“ 2022 წლამდე არ გადავა
„დორტმუნდი“ რაიოლას მოელაპარაკა - ჰოლანდი „რეალში“ 2022 წლამდე არ გადავა

ესპანური მედიის ინფორმაციით, „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლებს მადრიდის „რეალში“ გადასვლას.

ეს უკავშირდება „დორტმუნდსა“ და ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას შორის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ნორვეგიელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამასთან, ჰოლანდის კონტრაქტში არ არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას არ შეუძლია უკვე ამ ზაფხულს „დორტმუნდის“ დატოვება.

ჰოლანდი „ზალცბურგიდან“ „დორტმუნდში“ ამა წლის იანვარში 20 მილიონ ევროდ გადავიდა და მას შემდეგ 12 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

19 წლის ნორვეგიელზე სხვა პრეტენდენტებად „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ასახელებდნენ.