ედერსონი გვარდიოლაზე - ჰოლანდის გარდა, ყველამ პროგრესს პეპის წყალობით მივაღწიეთ #1TVSPORT
ედერსონი გვარდიოლაზე - ჰოლანდის გარდა, ყველამ პროგრესს პეპის წყალობით მივაღწიეთ #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მეკარემ, ედერსონმა აღნიშნა მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დამსახურება კლუბის მოთამაშეთა პროგრესში.

„იყო ერთი მატჩი, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ან „ლივერპულთან“, ზუსტად არ მახსოვს. მთელი კვირა ვვარჯიშობდით, რათა ერთ ჩამოყალიბებულ სტილში გვეთამაშა, მაგრამ მატჩის წინ მწვრთნელმა სრულად შეიცვალა საკუთარი აზრი და გადაწყვიტა, რომ სხვანაირად უნდა გვეთამაშა. ის მატჩი მაინც მოვიგეთ.

ეს აჩვენებს, რამდენად ენდობიან ფეხბურთელები მას და მის პროცესს. ის ძალიან მომთხოვნია, მაგრამ, ამავდროულად, თავისუფლებასა და დამაჯერებლობას გვაძლევს, რომ მინდორზე თითოეული ჩვენგანი ვიყოთ ის, ვინც ვართ. საოცარია, რამდენმა ფეხბურთელმა მიაღწია პროგრესს მასთან ერთად „სიტიში“ მუშაობისას, ეს სიგიჟეა.

ერლინგ ჰოლანდი, სავარაუდოდ, ერთადერთი მოთამაშეა ჩვენს გუნდში, რომელიც ყველა გაზეთის გარეკანზე მოხვდა, როცა ჩვენთან გადმოვიდა. ხოლო ისეთები, როგორებიც ვართ მე, ემერიკ ლაპორტი, ჯონ სტოუნზი, რუბენ დიაში და ბერნარდო სილვა, ფეხბურთის ვარსკვლავებად არ მივიჩნეოდით, როცა „სიტიში“ გადმოვდიოდით. ჩვენ პეპთან მუშაობის წყალობით გავუმჯობესდით, რადგან მას შეუძლია, მაქსიმუმი მიიღოს თითოეული მოთამაშისგან. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა“, – განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მეკარემ.