„რეალმა“ ჰალანდთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
„რეალმა“ ჰალანდთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ ტრანსფერის შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია ფორვარდ ერლინგ ჰალანდთან.

გამოცემა Diario Sport-ის მონაცემებით, შეთანხმება მონაკოში შედგა, სადაც გაიმართა შეხვედრა მადრიდული კლუბისა და ჰალანდის წარმომადგენლებს შორის. ნორვეგიელის ინტერსებს იცავდა რაფაელ პიმენტა – ბრაზილიელი იურისტი და აგენტ მინო რაიოლას მარჯვენა ხელი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფეხბურთელის მამა.

ამგვარი შეთანხმება ბლოკავს ყველა მოლაპარაკებას სხვა კლუბებთან. ამასთან, ეს ტრანსფერი ფეხბურთელის სურვილზე იქნება დამოკიდებული. თუ ჰალანდი ზაფხულში „დორტმუნდის“ დატოვებას გადაწყვეტს, „რეალი“ ვალდებული იქნება გარიგება გააფორმის და ფეხბურთელი შეიძინოს.