„მანჩესტერ სიტი“ ჰალანდს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს - ნორვეგიელს კვირაში 500 ათას ფუნტს პირდებიან #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ჰალანდს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს - ნორვეგიელს კვირაში 500 ათას ფუნტს პირდებიან #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შემთხვევაში პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ინგლისის ჩემპიონი 21 წლის ნორვეგიელს კვირაში ხელფასის სახით 500 ათას ფუნტზე მეტს სთავაზობს, – წერს თავის ექსკლუზივში გაზეთი Daily Mail.

დღეისთვის, პრემიერლიგაში ყველაზე მაღალი ხელფასი ორ ფეხბურთელს აქვს – კრიშტიანო რონალდოსა (მანჩესტერ იუნაიტედი) და კევინ დე ბრუინს (მანჩესტერ სიტი). ისინი კვირაში დაახლოებით 385 ათას ფუნტს იღებენ.

„მანჩესტერ სიტიში“ მიაჩნიათ, რომ ჰალანდი თავისი მომავალი კარიერის თაობაზე უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩამოყალიბდება.

ადრე გახდა ცნობილი, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ და ჰალანდმა უკვე შეათანხმეს კონტრაქტი. ნორვეგიელის ტრანსფერი, ხელშეკრულების გაფორმებისთვის განკუთვნილი ბონუსი და ფეხბურთელის აგენტის მინო რაიოლას საკომისიო თანხა, ერთად 100 მილიონ ფუნტს გაუტოლდება.