მბაპე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია 25-წლამდელებს შორის #1TVSPORT
მბაპე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია 25-წლამდელებს შორის #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე 25 წლამდე ასაკში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დასახელდა.

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ფრანგი ფეხბურთელის წლიურმა შემოსავალმა 110 მილიონი დოლარი შეადგინა.

რეიტინგში მეორე ადგილი უკავია „არიზონა კარდინალსის“ კვოტერბეკს, კაილერ მიურეის, რომელმაც ერთ წელიწადში 70.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სამეულშია ფორმულა 1-ის გუნდის, „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი (64 მილიონი).

TOP 5-ში მოხვდნენ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი (52 მილიონი) და „დალას მავერიქსის“ კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი (49 მილიონი).