დოროტა დლოუხი-სულიგა - ვიზალიბერალიზაციის შედეგად, გაიზარდა ადამიანებს შორის კონტაქტები, საგანმანათლებლო და ბიზნესკავშირები
დოროტა დლოუხი-სულიგა - ვიზალიბერალიზაციის შედეგად, გაიზარდა ადამიანებს შორის კონტაქტები, საგანმანათლებლო და ბიზნესკავშირები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი დოროტა დლოუხი-სულიგა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. შენგენის ზონას 250 000-ზე მეტი ქართველი ეწვია. გაიზარდა ადამიანებს შორის კონტაქტები, საგანმანათლებლო და ბიზნესკავშირები. ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანიაზე“, – წერს ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი.