დონეცკის საოლქო პროკურატურა - რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი
რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსიც.