დონეცკის საოლქო პროკურატურა – რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

17:13, 21.04.2024

რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

თავდასხმის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსიც.

მსგავსი