დონალდ ტუსკი - პრეზიდენტ დუდას თუ სურს, ხელი შეუშალოს მთავრობას ხალხისთვის ფულის გადახდაში, მაშინ ალბათ გადავწყვეტთ, დაუყოვნებლივ შევამციროთ პარლამენტის ვადა და დავნიშნოთ ახალი არჩევნები
დონალდ ტუსკი - პრეზიდენტ დუდას თუ სურს, ხელი შეუშალოს მთავრობას ხალხისთვის ფულის გადახდაში, მაშინ ალბათ გადავწყვეტთ, დაუყოვნებლივ შევამციროთ პარლამენტის ვადა და დავნიშნოთ ახალი არჩევნები

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს.

ტუსკის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარლამენტი მის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს არ მიიღებს.

პოლონური მედიის შეფასებით, ტუსკის ეს განცხადება ანჯეი დუდასკენ მიმართული ერთგვარი ულტიმატუმია, რადგან პრეზიდენტმა, შესაძლოა, 2024 წლის ბიუჯეტის კანონი პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალს წარუდგინოს.

„პრეზიდენტ დუდას თუ სურს, როგორმე ხელი შეუშალოს მთავრობას ხალხისთვის ფულის გადახდაში, მაშინ ალბათ მე და ჩემი კოალიციური პარტნიორები გადავწყვეტთ, დაუყოვნებლივ შევამციროთ პარლამენტის ვადა და დავნიშნოთ ახალი არჩევნები“, – განაცხადა ტუსკმა.