დონალდ ტუსკი - ევროპული საბჭოს სამმა უმსხვილესმა პოლიტიკური ჯგუფმა პოზიცია შეათანხმა მიმდინარე პროცესების ხელშეწყობისთვის, გადაწყვეტილებები მიიღება მელონისა და სხვა ლიდერების მიერ
ევროპული საბჭოს სამმა უმსხვილესმა პოლიტიკური ჯგუფმა პოზიცია შეათანხმა მიმდინარე პროცესების ხელშეწყობისთვის, გადაწყვეტილებები მიიღება მელონისა და სხვა ლიდერების მიერ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს ევროპა იტალიის გარეშე და არ არსებობს გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრ მელონის გარეშე.
„ერთი რამ უნდა იყოს მკაფიო, ჩემზე მეტად არავინ სცემს პატივს პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და იტალიას. ზოგჯერ ჩვენ გვჭირდება სპეციფიკური პოლიტიკური პლატფორმები პროცესის გამარტივებისთვის, რომლის ფარგლებშიც ევროპული საბჭოს სამმა უმსხვილესმა პოლიტიკური ჯგუფმა მოლაპარაკებები გამართა და პოზიცია შეათანხმა. ეს მოხდა მხოლოდ აქ მიმდინარე პროცესის ხელშეწყობისთვის. გადაწყვეტილებები მიიღება ქალბატონ მელონისა და სხვა ლიდერების მიერ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე. ერთადერთი განზრახვა და მიზეზი, თუ რატომ მოვამზადეთ წინასწარ ჩვენი ერთობლივი პოზიცია, არის ამ პროცესის ხელშეწყობა. ეს სინამდვილეა. არ არსებობს ევროპა იტალიის გარეშე და არ არსებობს გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრ მელონის გარეშე, ეს ცხადია“, – აღნიშნა ტუსკმა.
ცნობისთვის, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში წამყვანი პოსტების განაწილების შეთანხმება ამომრჩეველთა ნებას უგულებელყოფს.