დონალდ ტუსკი ევროპარლამენტს მოუწოდებს, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა დაამტკიცოს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპარლამენტს მოუწოდებს, დაამტკიცოს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე.
„პირველად მოხდა, რომ ჩვენ მივაღწიეთ შესანიშნავ გენდერულ ბალანსს წამყვან პოზიციებზე. ევროპა არა მხოლოდ საუბრობს ქალებზე, არამედ ირჩევს მათ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა ასამბლეის წინაშე.
ევროკავშირის საბჭოში საკვანძო თანამდებობების კანდიდატურებზე რამდენიმე დღის წინ შეთანხმდნენ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტად ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი შეარჩიეს, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელის კანდიდატად წარადგინეს.