ევროკავშირის საბჭოში საკვანძო თანამდებობების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის საბჭოში საკვანძო თანამდებობების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საბჭოში საკვანძო თანამდებობების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტად ბელგიის პრემიერ მინისტრი შარლ მიშელი შეარჩიეს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის ხელმძღვანელის კანდიდატად წარადგინეს.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს, მის კანდიდატად ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეფ ბორელ ფონტელსი დაასახელეს.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი წარადგინეს.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა კრისტინ ლაგარდმა, რომელიც აცხადებს, რომ წარდგენის პერიოდში, სავალუტო ფონდში მმართველი დირექტორის მოვალეობას დროებით არ შეასრულებს.