პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მთელი ევროპის ღვთისმშობელია. დღეს ყველა პარიზის გვერდით ვართ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი წერს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის სამრეკლო ჩამოინგრა. ჯერ უცნობია, რა გახდა ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი. როგორც „ბიბისი“ წერს, ხანძარი შესაძლოა, ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.
პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ და გზა გაუთავისუფლონ საგანგებო სამსახურების ტექნიკას.