დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანასა და კონტრტერორისტულ მოქმედებაზე ისაუბრეს აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტებმა.
დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქული გამოცემა „ანადოლუ“-ს ინფორმაციით, აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიაში არსებული ვითარება განიხილეს და კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტის მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ.
ორი ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ვაშინგტონსა და ანკარას შორის ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესებაზე.