დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

02:28, 22.02.2019

სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანასა და კონტრტერორისტულ მოქმედებაზე ისაუბრეს აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტებმა.

დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქული გამოცემა „ანადოლუ“-ს ინფორმაციით, აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიაში არსებული ვითარება განიხილეს და კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტის მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ.

ორი ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ვაშინგტონსა და ანკარას შორის ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესებაზე.

მსგავსი