აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად დაწერა.
„დღეს პირველმა ლედიმ და მე „კოვიდ-19“-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ამას ერთად დავძლევთ“, – წერს დონალდ ტრამპი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი მის თანაშემწეს, ჰოუფ ჰიქსს დაუდგინდა, რის შემდეგაც პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს ტესტირება ჩაუტარეს.