დონალდ ტრამპს ადვოკატებმა ურჩიეს, სპეციალურ პროკურორთან გამოკითხვას არ დათანხმდეს
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ადვოკატებმა ურჩიეს, სპეციალურ პროკურორთან გამოკითხვას არ დათანხმდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
პროკურორი, რობერტ მიულერი 2016 წლის არჩევნებში ტრამპის კამპანიისა და რუსეთის შესაძლო კავშირებს იძიებს. სტატიის თანახმად, ადვოკატები შიშობენ, რომ ცრუ განცხადებებისადმი ტრამპის მიდრეკილებისა და თავის თავთან ხშირი წინააღმდეგობის გამო, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის პრეზიდენტს შესაძლოა ბრალი წაუყენონ.
თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, პროკურორ მიულერთან გამოკითხვისთვის ფიცის ქვეშ. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან არავითარი კონტაქტები არ ჰქონია და ეს ფაქტი ვერც გამოძიებამ დაადგინა.
ტრამპი გამოძიების წარმოებას „კუდიანებზე ნადირობას“ ადარებს.