დონალდ ტრამპმა საზღვრებს გარეთ მყოფი ამერიკული სამხედრო შენაერთების მიმართ მადლიერება გამოხატა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საზღვრებს გარეთ მყოფი ამერიკული სამხედრო შენაერთების მიმართ მადლიერება გამოხატა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა მზარდი პროგრესი ავღანეთში მიმდინარე პროცესებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების შესუსტებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ჯარისკაცებს მიმართა, რომ ისინი „რეალური შედეგებისთვის“ იბრძვიან და ეს ამერიკაში, მათ სახლებში აისახება. იქნება ეს საფონდო ბირჟის რეკორდული მაჩვენებელი, თუ მის მიერ აღთქმულ მსხვილი საგადასახადო შეღავათები, სამუშაო ადგილებისა თუ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება, – ტრამპის თქმით, ესეც რეალური მიზნებია, რომლისთვისაც ამერიკელი სამხედროები იბრძვიან.
ფლორიდადან ტელეკონფერენციით მიმართვაში, ტრამპმა ავღანეთსა და ერაყში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს „განსაკუთრებული ადამიანები“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო ავღანეთში მყოფი სამხედროები, რომლებმაც, ტრამპის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში სრულიად შეცვალეს ვითარება რეგიონში და რომლებიც „მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვიან“.