დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა
დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა იოლად მოიპოვა მიჩიგანში, აიდაჰოსა და მისურიში.
სამივე შტატში ტრამპმა დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი ნიკი ჰეილი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისკენ. მიჩიგანში ტრამპმა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ხმების 98% მიიღო, მას 1 575 ხმა ჰქონდა, ხოლო ნიკი ჰეილს – 36.
„როიტერის“ ცნობით, 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში გადამწყვეტი შემდეგი კვირა იქნება, როდესაც 5 მარტს, აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატს ერთდროულად 15 შტატში აირჩევენ.