„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპმა მომღერალ ლი გრინვუდთან პარტნიორობით გამოცემული ბიბლიის გაყიდვებიდან უკვე 300 000 დოლარი მიიღო
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ბიბლიის გაყიდვით 300 000 დოლარი გამოიმუშავა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
ბიბლიის ფასი 60 დოლარია, ხოლო ტრამპის ხელმოწერით – 1000 დოლარი.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, ასევე, 4,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა წიგნმა „წერილები ტრამპს“.
დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ ბიბლია ამერიკელ მომღერალ ლი გრინვუდთან პარტნიორობით გამოსცა, რომლის ყდაზეც წარწერაა: „ღმერთმა დალოცოს ამერიკა“.
„რელიგია და ქრისტიანობა არის უდიდესი რამ, რაც აკლია ამ ქვეყანას. მე გულწრფელად მჯერა, რომ გვჭირდება მათი დაბრუნება. ყველა ამერიკელს სახლში ბიბლია სჭირდება. ეს ჩემი საყვარელი წიგნია“, – განაცხადა ტრამპმა.