დონალდ ტრამპმა მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გამოთიშვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა
დონალდ ტრამპმა მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გამოთიშვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს დოკუმენტის ვითარების გამოსწორებისთვის კიდევ 180 დღე აქვს. რადგან სწორედ ამ პერიოდში ვაშინგტონი ხელშეკრულებიდან გამოთიშვის პროცესს აწარმოებს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლა საპასუხო რეაგირებას განიხილავს.
აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს მიღწეული შეთანხმება მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების კონტროლს ითვალისწინებს. ვაშინგტონი რუსეთს დოკუმენტის პირობების დარღვევაში 2013 წლის შემდეგ ადანაშაულებს. რამდენიმე თვის წინ მაიკ პომპეომ რუსეთს ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად 60 დღეც მისცა.