დონალდ ტრამპმა მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ იმუშავებს ომის დასასრულებლად ახლო აღმოსავლეთში
დონალდ ტრამპმა მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ იმუშავებს ომის დასასრულებლად ახლო აღმოსავლეთში

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ იმუშავებს ომის დასასრულებლად ახლო აღმოსავლეთში.

პალესტინის მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა,  ითანამშრომლოს მაჰმუდ აბასთან, ისევე როგორც სხვა რეგიონულ და გლობალურ დაინტერესებულ მხარეებთან, რეგიონში მშვიდობის მიღწევის მცდელობებში.

თავის მხრივ, პალესტინის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი უხელმძღვანელებს შეერთებულ შტატებს შემდგომი პროგრესისა და კეთილდღეობისკენ. მაჰმუდ აბასმა ასევე დაადასტურა მზადყოფნა, იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპთან სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო ლეგიტიმაციასა და პრინციპებზე.