დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკვე დაწესებული სანქციების ასამოქმედებლად დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებას იძლევა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკვე დაწესებული სანქციების ასამოქმედებლად დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებას იძლევა.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„აღნიშნული ბრძანება საშუალებას აძლევს შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, სანქციების სრული ამოქმედებისთვის უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა საჭირო ზომა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.