დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სოციალური მედიაგიგანტების დაცვის შეზღუდვას ისახავს მიზნად
ჩვენ ეს უკვე მოგვბეზრდა, – აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სოციალური მედიაგიგანტების დაცვის შეზღუდვას ისახავს მიზნად. დონალდ ტრამპი კომპანიებთან საჯარო დავაში შევიდა და მათ თავისუფალი სიტყვის ცენზურასა და მიკერძოებაში ადანაშაულებს.
აღმასრულებელ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის კომპანიებმა, როგორიცაა „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“, უარი უნდა თქვან კანონისგან იურიდიულ იმუნიტეტზე, თუკი თავიანთ პლატფორმებზე მომხმარებელთა შინაარსს შეცვლიან. ტრამპი ამტკიცებს, რომ მისი „ტვიტერზე” ფაქტების შემოწმება კომპანიის „რედაქტორულ გადაწყვეტილებებს“ ნიშნავს და ეს პოლიტიკური აქტივიზმის მსგავსია.
„ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ დავიცვათ თავისუფალი სიტყვა ერთ-ერთი უდიდესი საფრთხისგან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი დააკვირდება აღნიშნულ კანონმდებლობას სოციალური მედიის კომპანიების რეგულირებისთვის.დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება სავარაუდოდ კომპანიებზე სამთავრობო რეგულაციებს გაზრდის და მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ღია იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტის გაღიზიანება „ტვიტერის“ მიერ მისი ორი განცხადების ფაქტების შემოწმების მაჩვენებლით მონიშვნამ გამოიწვია. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რეგულაციები საჭიროა, რადგან კომპანიები ნეიტრალური ფორუმები აღარ არიან.