დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს პირადად ესაუბრა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს პირადად ესაუბრა. „დიახ“ – უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვას.
თეთრი სახლის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეკითხვა შესაძლოა სწორად ვერ გაიგო.
მოგვიანებით ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჩრდილო კორეის ლიდერთან საუბრის შესახებ შეკითხვა გადამოწმების მიზნით კვლავ დაუსვეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და თქვა, რომ ამის შესახებ ბევრს არ ისაუბრებს.