ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირში აშშ-ის ელჩის კანდიდატურა წარადგინა.
თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, გორდონ სონდლენდის კანდიდატურას ჯერ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი თავად სენატმა.
1957 წელს დაბადებულ გორდონ სონდლენდს დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს. ის სასტუმრო და საბანკო სფეროში მოღვაწეობს. 2000-იან წლებში კი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა.