დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში მიიწვია
დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში მიიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტი პირველია სახელმწიფოს მეთაურთა შორის, ვინც ტრამპისგან ასეთი მიპატიჟება მიიღო. მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში აპრილში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის შესახებ განცხადება გასულ კვირას გააკეთა. როგორც BBC-ის ეთერში საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, დონლად ტრამპი არ არის „კლასიკური პოლიტიკოსი“. მიუხედავად ამისა, მას ტრამპთან კარგი ურთიერთობები აქვს. მაკრონმა მზადყოფნა გამოთქვა უსაფრთხოებისა და კონტრტერორიზმის სფეროში ტრამპთან ითანამშრომლოს. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა არ დამალა, რომ რიგ საკითხებზე ტრამპთან ვერ თანხმდება. მათ შორის არის ირანის ბირთვული შეთანხმება და კლიმატის ცვლილებები.

დონლად ტრამპი პარიზში სახელმწიფო ვიზიტით ივლისში იმყოფებოდა.