დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტზე გადაღებულ ფოტოზე კომენტარი გააკეთა
დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტზე გადაღებულ ფოტოზე კომენტარი გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დიდი შვიდეულის სამიტზე გადაღებულ, ლიდერების ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ტრამპი აცხადებს, რომ მედიამ ეს ფოტო არასწორად გაიგო. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ფოტოგრაფებმა ის მომენტი დააფიქსირეს, როდესაც ლიდერები კომუნიკეს საბოლოო ვერსიას ელოდებოდნენ.

„დავასრულეთ სამუშაო. სინამდვილეში ყველა იყო ბედნიერი. მე დავთანხმდი რაღაცაზე ხელის მოწერას. ვითხოვდი ცვლილებებს, რომლებიც შემდეგ ჩაასწორეს. ამ ფოტოზე ჩვენ ველოდებოდით დოკუმენტს, რადგან მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ცვლილებები ნამდვილად შეიტანეს. ძალიან მეგობრული გარემო იყო“, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ანგელა მერკელთან ერთად გადაღებულ ფოტოზეც გააკეთა კომენტარი.

„ რაც შეეხება მერკელთან გადაღებულ ფოტოს. ვიცი, რომ ამ ფოტოზე არამეგობრულად გამოვიყურებოდი. ვიცი რასაც წერდნენ ამ ფოტოზე. თითქოს მე მერკელზე ვიყავი გაბრაზებული, ის კი ჩემზე. სინამდვილეში, ჩვენ  უბრალოდ ვსაუბრობდით“,- განაცხადა ტრამპმა .