აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში ჩინური რვა აპლიკაცია აკრძალა. აკრძალვა გადახდის აპლიკაციებს ეხება. ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში ხელმოწერიდან 45 დღეში შევა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა „აგრესიული ქმედებები“ უნდა განახორციელოს ჩინური აპლიკაციების შემქმნელების მიმათ, რათა დაიცვას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება. ბრძანების მიხედვით, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, ჩინურ პროგრამულ აპლიკაციებს მოქალაქეების პირად და პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციაზე შეუძლიათ წვდომა. ასეთი ინფორმაცია კი ჩინეთს ფედერალური თანამშრომლების ადგილსამყოფლის დადგენისა და პერსონალური ინფორმაციის ბაზის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა დაიცვას კომპანიების ლეგიტიმური უფლებები. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივნის თქმით, აშშ ბოროტად იყენებს თავის ეროვნულ ძალაუფლებას და უცხოურ კომპანიებს უსაფუძვლოდ ავიწროებს.