დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სილამაზის სალონში პირბადის გარეშე მისვლის გამო გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სილამაზის სალონში პირბადის გარეშე მისვლის გამო „ტვიტერის“ მეშვეობით გააკრიტიკა.
„გიჟ ნენსი პელოსის განიკითხავენ, რადგან მან სილამაზის სალონი გახსნა მაშინ, როცა ყველა სხვა სილამაზის სალონი დაკეტილია და იმიტომ, რომ არ ეკეთა პირბადე, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ყველას ლექციებს უკითხავს. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ (წარმომადგენელთა) პალატას და ნენსის აქედან გავუშვებთ“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, რომელიც ტრამპს ხშირად იმის გამო აკრიტიკებს, რომ პრეზიდენტი პირბადეს არ ატარებს, სილამაზის სალონში დამცავი ნიღბის გარეშე დააფიქსირეს.
დემოკრატი ნენსი პელოსი პირბადის გარეშე სან ფრანცისკოს ერთ-ერთ სალონში შენიშნეს. შესაბამისი კადრები კი „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა.