აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არალეგალ კრიმინალ იმიგრანტებს „ცხოველები“ უწოდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Time წერს.
გამოცემის ცნობით, ეს განცხადება დონალდ ტრამპმა კალიფორნიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან ქვეყანაში, ან ცდილობენ ჩამოსვლას, ასეთს ბევრს ვაჩერებთ და ვაძევებთ ქვეყნიდან. ვერ დაიჯერებთ, როგორი ცუდი ადამიანები არიან. ისინი ადამიანები კი არა, ცხოველები არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა მოქმედ საიმიგრაციო კანონებს სულელური უწოდა და პირობა დადო, რომ სისტემას შეცვლის.
„კალიფორნიის შტატის კანონი უსაფრთხო თავშესაფრით უზრუნველყოფს ზოგიერთ ყველაზე საშინელ და სასტიკ დამნაშავეს დედამიწაზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.