იტალიის სამხრეთ სანაპიროსთან გემს, რომელზეც იმიგრანტები იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა
იტალიის სამხრეთ სანაპიროსთან გემს, რომელზეც იმიგრანტები იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა

იტალიის სამხრეთ სანაპიროსთან გემს, რომელზეც იმიგრანტები იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი და დაშავებულია ხუთი პირი.

იტალიის საპორტო ქალაქ კროტონეს ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

გემზე 20-მდე იმიგრანტი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი თავდაპირველად გემის ძრავს გაუჩნდა რასაც აფეთქება მოჰყვა.

დატოვე კომენტარი