2020 წლისთვის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო სლოგანი „შევინარჩუნოთ დიადი ამერიკა“ იქნება
2020 წლისთვის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო სლოგანი „შევინარჩუნოთ დიადი ამერიკა“ იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის სლოგანი გამოაცხადა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა პიტსბურგში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საარჩევნო კამპანიის სლოგანი იქნება „შევინარჩუნოთ დიადი ამერიკა!“ (Keep America Great!).

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სლოგანი იყო „დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე!“ (Make America great again!). ამგვარად, ახალი სლოგანი წინა სლოგანის გაგრძელებაა.

პიტსბურგში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც ისაუბრა.

„თითქმის ეჭვი არ მეპარება ამაში, თუმცა არასდროს შეიძლება იყო 100%-ით დარწმუნებული. არ მიყვარს, როდესაც დროს ვუსწრებ, თუმცა მოდით, ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ახლა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს გაიმართება.