დონალდ ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ პენსილვანიაში ხმების დათვლის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართეს
დონალდ ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ პენსილვანიაში ხმების დათვლის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო ფედერალურ სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართეს.
საქმე ეხება ქალაქ ფილადელფიას. როგორც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის წევრები აცხადებენ, ფილადელფიაში მათ ხმების დათვლის პროცესზე სათანადოდ დაკვირვების საშუალებას არ აძლევენ.
პენსილვანია ერთ-ერთია იმ ხუთ შტატს შორის, სადაც ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება. ამ ეტაპზე ლიდერობს დონალდ ტრამპი, თუმცა ბაიდენი სხვაობას ამცირებს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ „დემოკრატები არჩევნების მოპარვას ცდილობენ“. ტრამპის შტაბში ამბობენ, რომ რამდენიმე შტატში დაფიქსირებული დარღვევების შემდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართეს. მათ შორის არის ნევადა, მიჩიგანი და ჯორჯია. მათ ნაწილში მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
კიდევ რამდენიმე შტატში ტრამპის შტაბის წევრები ხმების გადათვლას ითხოვენ.