დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ფონდში კონსერვატორმა მილიარდერმა, ტიმოთი მელონმა 50 მილიონი დოლარი გადარიცხა
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ფონდში კონსერვატორმა მილიარდერმა, ტიმოთი მელონმა 50 მილიონი დოლარი გადარიცხა

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ფონდში კონსერვატორმა მილიარდერმა, ტიმოთი მელონმა 50 მილიონი დოლარი გადარიცხა.

როგორც საარჩევნო ფონდმა საარჩევნო კომისიას აცნობა, გასულ თვეს მათ შემოწირულების სახით სულ 68 მილიონი დოლარი მიიღეს.

ტიმოთი მელონი საბანკო სფეროს მაგნატი, მელონების ოჯახის მემკვიდრეა. ის სატრანსპორტო სფეროში კომპანიების მფლობელია და, „ფორბსის“ ინფორმაციით, მისი ქონება 14.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც მედია იუწყება, მან 50-მილიონიანი შენატანი ნიუ იორკის სასამართლოს მიერ დონალდ ტრამპის 34 ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის შემდეგ გააკეთა.

ტრამპის საარჩევნო კამპანიაში 10 მილიონი დოლარის ოდენობით შენატანი გააკეთა მილიარდერების კიდევ ერთმა, ლიზ და დიკ უილეინების ოჯახმა.