დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ორ საქმეზე დანაშაული აღიარა
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა ორ საქმეზე დანაშაული აღიარა.
მანაფორტს ბრალი საბანკო თაღლითობისა და უცხოური საბანკო ანგარიშების დამალვისთვის ჰქონდა წარდგენილი.
ტრამპის ყოფილი თანაგუნდელი საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა, რითაც მეორე სასამართლოს აირიდებს თავიდან. ეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაწყებული პირველი გამოძიებაა, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშირდება.
მიუხედავად ამისა, მანაფორტის მსჯავრი უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსების კონსულტაციას უკავშირდება. საქმის პროკურორის განცხადებით, მანაფორტის წინა ბრალდებებისგან გათავისუფლება დამოკიდებულია სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებასთან მის „წარმატებულ თანამშრომლობაზე“, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას უკავშირდება.